საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები ბოლო 6 წლის მინიმუმზეა

გამოქვეყნდა:

საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები ბოლო 6 წლის მინიმუმზეა - ამის შესახებ გამოცემა bpn.ge წერს და განმარტავს, რომ მიმდინარე წელს საქართველოში საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები ექსპრეს მონაცემების მიხედვით, წინა წელთან შედარებით 3.2%-ით შემცირდა. გასულ წელს, თუ ნათესი ფართობები 137.1 ათას ჰექტარს შეადგენდა, წელს 132.7 ათას ჰექტრამდე შემცირდა.

გამოცემა საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ შემცირებულია ყველა ტიპის საგაზაფხულო ნათესი ფართობები. უფრო კონკრეტულად, წელს 92.2 ათას ჰექტრამდეა შემცირებული ხორბლის, ქერის, ჭვავის, შვრიის, სიმინდისა და პარკოსანი კულტურების ნათესები.

გასულ წელს კი მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების ნათესი ფართობი 93.4 ათას ჰექტარს შეადგენდა. ნათესები ამ შემთხვევაში 1.3%-ით არის შემცირებული. 

ამასთანავე, ქვეყანაში 74.4 ათასი ჰექტრიდან 71 ათას ჰექტრამდე შემცირდა ცალკეულად სიმინდის ნათესი ფართობები. ეს ნიშნავს იმას, რომ შემცირება 4.6%-ს შეადგენდა.

ცნობისთვის, ერთ წელში 2.5%-ით არის შემცირებული კარტოფილისა და ბოსტნეულ-ბაღჩეულის კულტურების ნათესი ფართობები. მიმდინარე წელს თუ 27.1 ათას ჰექტარზე იყო ნათესები, გასულ წელს მაჩვენებელი 27.8 ათას ჰექტარს შეადგენდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი