6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 90.8% ფლობს მობილურ ტელეფონს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით მეტია. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 93.4 და 86.6% შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.
მობილურ ტელეფონს ფლობს ქალების 90.3 % და კაცების 91.4%. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით კი პროცენტული მაჩვენებელი ასეთია:
რაც შეეხება სმარტფონებს - სმარტფონს ფლობს 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 80.7%. ქალაქის მოსახლეობის 85.9% და სოფლის მოსახლეობის72.4%. ქალების 81.3% და კაცების 80.1%. ასაკობრივად კი სმარტფონებს ფლობს 6-14 წლის ასაკის მოსახლეობის 63.1% . 15-29 წლის ასაკის - 97.7%, 30-59წლის - 93.8%, ხოლო 60 წლის და უფროსი 58.9%.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 57.6%. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 66.2% შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 45.8%. რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აჭარის ა.რ.-სა და თბილისში დაფიქსირდა და შესაბამისად - 69.6 და 69.4% შეადგინა. ყველაზე ნაკლები გურიასა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში - 36.7% და 35.9%.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ძირითადად ინტერნეტის გამოყენების მიზნებს წარმოადგენდა:
15+ ასაკის მოსახლეობის წილი, ვისაც ბოლო 12 თვეში, პირად საკითხებზე ინტერნეტით ჰქონდა ურთიერთობა სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან ან საჯარო მომსახურების სააგენტოებთან. სტატისტიკა ამ მაჩვენებლის მიხედვით შემდეგია 9.1%-ს ჰქონდა ურთიერთობა ინტერნეტის მეშვეობით, 90.9% არ ჰქონია. რაც შეეხება მიზნებს 8%-ს მიზანს სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის მოპოვება წარმოადგენდა. 3.6% ოფიციალური ფორმების/ბლანკების ჩამოტვირთვა, ხოლო 3.8%-ის შევსებული ფორმების/ბლანკების წარდგენა. ასაკობრივად ყველაზე მეტად სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან ინტერნეტით ურთიერთობა 15-29 წლის ასაკის მოსახლეობას ჰქონდა.
ავტორი: ნინო ზედგენიძე