ჯარიმებით შევსებული ბიუჯეტი | მოქალაქეებმა წინა წელთან შედარებით, 10 მილიონით მეტი გადაიხადეს

გამოქვეყნდა:

ბოლო 7 თვეში რეკორდულად დიდია ის პირგასამტეხლო, რასაც მოქალაქეებს არასწორად გაჩერებული ავტომობილის გამო უწერენ. მიზეზი კი ისაა, რომ 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა და  10 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდა. ბიუჯეტში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით, ამ პერიოდში 130 მილიონი ლარი შევიდა. 

წინა წლის იგივე პერიოდში კი ეს თანხა 120 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, მოქალაქეებმა წელს  თითქმის 10 მილიონით მეტი მოცულობის ჯარიმა გადაიხადეს.

უშუალოდ პარკირების წესების დარღვევისთვის, ბოლო 7 თვეში 10 მილიონის ჯარიმები გამოიწერა, მაშინ, როცა 2023 წელს, ეს თანხა 9 მილიონი ლარი იყო. 

ცნობისთვის, ჯარიმების საფასური ზოგიერთ შემთხვევაში 10 ლარიდან 30, ან 50 ლარამდე გაიზარდა. გაზრდილია ასევე, საურავების ოდენობაც. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი