"ოცნების" აქტივისტებმა ისანში გიორგი ვაშაძის ბანერი დახიეს - სტრატეგია აღმაშენებელი

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, თეონა ჭილაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ისანში, მეტრომშენის დასახლებაში გიორგი ვაშაძის საარჩევნო ბანერი დახიეს.  მისი თქმით, ეს არის სამარცხვინო ქმედება, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ეწევა.

ქართული ოცნების აქტივისტების ასეთი ქმედებები სწორედ, რომ წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან, რადგან არც ერთ მსგავს ფაქტზე გამოძიებები არ სრულდება, დამნაშავეები არ ისჯებიან,  როდესაც ჩვენი სააგიტაციო მასალა ზიანდება გარშემო კამერების ჩანაწერები, სწორედ იმ დროს არასდროს არ არის, ამ მიზეზით გამოძიებას საქმე ბოლომდე არ მიჰყავს და შედეგად ვიღებთ იმას, რომ მსგავსი ქმედებები უფრო და უფრო ხშირდება. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩვენთვის! ქართული ოცნების ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ, ეყოთ სინდისი, გამბედაობა და თავიანთი აქტივისტები დააწყნარონ, დაამშვიდონ და დასაჯონ, — აცხადებს თეონა ჭალიძე.

მისი თქმით, ხელისუფლება შერჩევით სამართალს იყენებს და ოპოზიციაზე თავდამსხმელებს სათანადოდ არ სჯის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი