"ევროპულმა საქართველომ" ბათუმში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა. პარტიის სახელით 31 ოქტომბრის არჩევნებში არმაზ ახვლედიანი იბრძოლებს.
ვფიქრობ, რომ ევროპული საქართველო არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაზე კარგად გაიაზრა წარსულის შეცდომები, ყველაზე მეტად ახასიათებს გუნდურობა და იცის, რას ნიშნავს დემოკრატიული, სამართლიანი, ჰუმანური მმართველობა. ბათუმელებს მობეზრდათ დაჭაობებულ ქალაქში ცხოვრება. იმედი მაქვს, მათი არჩევანი იქნება ევროპული, - ამბობს ახვლედიანი.
ცნობისთვის, არმაზ ახვლედიანი 2012 წელს "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო. მან პარტია 2016 წელს დატოვა