"გუთენ ტრაკენის" ხუმრობით ცნობილი კომპანია შავ სიაში მოხვდა | "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

შპს "ერ ტე დე" 18.4 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერების ვადებს 1 წელი გადააცილა და შავ სიაში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრლანგვის დეტექტორი ავრცელებს. 

ვადა გადაცილების გარდა აღნიშნულმა კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა ასევე წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია და კიდევ 2 ღირებულების ტენდერიც. 

"შპს ერ ტე დე ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ჟურნალისტმა ბექა ყორშიამ, ფლანგვის დეტექტორის კვლევაზე დაყრდნობით, კომპანიის შესახებ იუმორისტული სიუჟეტი მოამზადა.

 კომპანიამ, რომელიც წერეთლის გამზირზე არაჯეროვნად ასრულებდა სამუშაოებს 18.4 მილიონი ლარის ღირებულების 2 ტენდერებშიც არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები და შავ სიაში მოხვდა.

ტენდერები შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაციას ითვალისწინებდა და ორივე ტენდერის შემთხვევაში ხელშეკრულებების მოქმედების ვადამ ერთი წლით ან მეტით გადაიწია.

 შპს „ერ ტე დემ“ არსებობის განმავლობაში ჯამში 140 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო, ხოლო მისი მფლობელი „ქართული ოცნების“ შემომწირველია."- წერს ფლანგვის დეტექტორი 
 

შავ სიაში დარეგისტრირების განკარგულებებში ვკითხულობთ, რომ პირველი ტენდერის შემთხვევაში კომპანიამ ხელშეკრულების ღირებულების 68%, ხოლო მეორე ტენდერის შემთხვევაში 72% შეასრულა. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია შავ სიაში შეყვანის ამ ორ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და როგორც განკარგულებებიდან ირკვევა, მათ სასამართლოს მიმართეს აღნიშნულის თაობაზე.  

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი