საქართველომ პირველი მედალი პარალიმპიადაზე 19 წლის ანა ჯაფარიძის დამსახურებით მოიპოვა. ახალგაზრდა დებიუტანტის გამოჩენა პარიზში დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო, 22:2, ანამ ამერიკელი პაოლო აგუილა რამოსი დაამარცხა. შემდეგ კი წინა პარალიმპიადის ვერცხლის პრიზიორს, გამოცდილ მეტოქეს აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ირანელ ზაჰრა რაჰიმისთან შეხვედრაში დამარცხდა თუმცა ბრძოლა მედლისთვის აქ არ დასრულებულა. ანამ ეგვიპტელი სპორტსმენი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი
სამშობლოში ჩამოიტანა.
14 სპორტსმენი სპორტის ექვს სახეობაში - საქართველოს ანგარიშზე უკვე 9 მედალია. საამაყო შედეგებით დატვირთული საქართველოს დელეგაცია მალე სამშობლოში დაბრუნდება. საქართველოსთვის ნამდვილად ისტორიული აღმოჩნდა პარიზის პარალიმპიადა, რომელიც ევროპის მოქმედ ჩემპიონს, აკაკი ჯინჭარაძის გამარჯვებით დასრულდა.
პარალიმპიადაზე გამარჯვების გარეშე არცერთ სპორტს არ ჩაუვლია. პარა ძიუდო, ორი მედალი, ორივე მედალი კი ერთმა ოჯახის წევრებმა მოიპოვეს. ინა და გიორგი ქალდანები საქართველოში ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით ბრუნდებიან.