"კაფე მზიური" ამბობს, რომ მიიღეს წერილი სახალხო დამცველის აპარატიდან, რომელიც, მათივე განცხადებით, ერთადერთი საჯარო უწყება აღმოჩნდა, რომელმაც მერიის გადაწყვეტილებაზე კაფეს აცნობა. წერილის მიხედვით, "განსაზრღვრული სააუქციონო საიჯარო პირობებით უძრავი ქონება შესაფასებლად გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში საბაზრო საიჯარო ღირებულების დადგენის მიზნით".
"ჩვენ დაველოდებით აუქციონის პირობების გასაჯაროებას. იმედს ვიტოვებთ, რომ საკონკურსო პირობები იქნება გამჭვირვალე, თანაბარი და მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. ასევე გათვალისწინებული იქნება ყველა ის ბარიერი რაც შშმ პირებს სხვებთან თანაბარ პირობებში გახდის კონკურენტუნარიანს. [...]
გვინდა გვჯეროდეს, რომ ჩვენი კაფე არ გადაიქცევა მდიდარი ბიზნემენის მორიგ ობიექტად და წყალში არ ჩაგვიყრის მრავალი წლის მანძილზე ერთობლივი შრომით მიღებულ შედეგს.გპირდებით, რომ თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებთ მზიურის კაფეს გადასარჩენად. "მზიური" უნდა დარჩეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდამჭერ სივრცედ, როგორც თანასწორობის, ინკლუზიის მაგალითი და სხვა არაერთი სასარგებლო ინიციატივის ავტორი", - ნათქვამია კაფე "მზიურის" პოსტში.
იხილეთ ასევე: