გამოცხადდება აუქციონი ვისაც სურვილი ექნება, მიიღოს მონაწილეობა | კალაძე მზიურის კაფეზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მზიურში მდებარე კაფე ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო, აუქციონის წესით გასხვისდება. მისი თქმით, კაფეს მომავალშიც იგივე სტატუსი ექნება, რაც აქამდე ჰქონდა.

მზიურის პარკში მდებარე კაფე უკვე 8 წელია ფუნქციონირებს სოციალური საწარმოს პრინციპით.

"ამოიწურა ხელშეკრულების ვადა. კაფეს გასხვისება მოხდება იგივე, სოციალური სტატუსით. რა თქმა უნდა, იგივე პროექტები განხორციელდება, რაც დღემდე ხორციელდებოდა. რამდენჯერმე მოხდა ამ კონკრეტული კაფეს ერთ ადამიანზე, პირდაპირი წესით გადაცემა, რაშიც მადანაშაულებდნენ. რა თქმა უნდა, არ მინდა ეს თემა გახდეს სალაპარაკო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კაფეს სტატუსი ექნება იგივე, შეუცვლელი. ალბათ არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ სურვილი, მსგავსი პროექტები განახორციელონ. ამიტომ, რომ არ იყოს რაიმე ჩემს ან მერიის წინააღმდეგ, გამოცხადდება აუქციონი და ვისაც სურვილი ექნება, მიიღოს მონაწილეობა", - თქვა კალაძემ.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი