მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. ილია თოფურიას შემდეგ, დვალიშვილი მეორე ქართველია, ვინც ორგანიზაციის საჩემპიონო ქამარს ფლობს.
დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ 11 ბრძოლა მოიგო. ახლა მისი რეკორდი 18 გამარჯვება და 4 მარცხია.