არგენტინელმა ჩოგბურთელმა დიეგო შვარცმანმა, რომის მასტერსის ნახევარფინალში, კანადელ, დენის შაპოვალოვს სამ სეტში მოუგო და ფინალში გავიდა,სადაც ნომერ პირველ ჩოგანს სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპურსიპირდება.
არგენტინელი შვარცმანი ისტორიაში შესვლა იმით არის განპირობებული,რომ ის გახდა ისტორიაში ყველაზე ტანდაბალი ჩოგბურთელი, რომელმაც მასტერის ფინალში გასვლა მოახერხა.
მისი სიმაღლე სულ რაღაც 1.70-ია. არგენტინელამდე ეს რეკორდი შვედ ჩოგბურთელს მიქაელ პერნფორს ეკუთვნოდა, რომელმაც 1993 წელს საჩოგბურთო მასტერსი მოიგო მონრეალში. მისი სიმაღლე 1.73 იყო.
დიეგო შვარცმანი ამ დროისთვის ATP-ის რეიტინგში მეთხუთმეტე პოზიციას იკავებს.