ოპოზიცია მმართველ გუნდს მარნეულში, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.
მათი ინფორმაციით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატთან, ზაურ დარგალთან წინასაარჩევნო შეხვედრისას მარნეულის მერიის თანამშრომლები და საარჩევნო კომისიის წევრები მიიყვანეს, რაც კანონდარღვევაა.
საოლქო კომისიის წევრები წესით ნეიტრალურები უნდა იყვნენ, მაგრამ ისინი დარგალთან შეხვედრას ესწრებოდნენ. ეს არის საარჩევნო კოდექსის დარღვევა. ამასთან, შეხვედრაზე გამოიყენებს ადმინისტრაციული რესურსი - მერის ავტომობილი, - ამბობს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან", ლაშა ქველაძე.
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ დარღვევაზე მათთვის არავის მიუმართავს და რეაგირებაც იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ვინმე მიაწვდის ინფორმაციას მიაწვდის, თუმცა იმ კადრების ნახვა, სადაც დარგალთან შეხვედრაზე საჯარო მოხელეებიც ჩანან, არ ისურვა და თქვა, რომ "ვალდებულება არ აქვს"
კანონდარღვევაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო პატფორმა 2020"-მა უკვე დაიწყო სარჩელის მომზადება. კომისიის წევრებისგან მსგავსი ქმედება გულისხმობს 2000 ლარიან ჯარიმასა და მათი უფლებამოსილების შეჩერებას.