კომპანიას, რომელიც ბათუმში ხელოვნურ კუნძულს აშენებს მთავრობამ მდინარე ჭოროხის ნაპირზე 1.5 ჰექტარი მიწა გადასცა

გამოქვეყნდა:

კომპანია "ამბასადორი ბათუმი აილენდს", რომელიც ბათუმში ხელოვნური კუნძულის პროექტს ახორციელებს სახელმწიფომ 3 წლიანი იჯარით ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში მდებარე  15 042 კვ.მ  არასასოფლო/სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა. ამის შესახებ საუბარია საქართველოს მთავრობის მიერ 17 სექტემბერს გამოცემულ განკარგულებაში

მიწის ნაკვეთი მდინარე ჭოროხის პირას მდებარეობს. განკარგულებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ მიწის საიჯარო ქირად ყოველწლიურად 84 904 ლარი უნდა გადაიხადოს. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში კი გამოუყენებელი სასარგებლო წიაღისეულის საკომპენსაციო თანხა 25 506 ლარი შესაბამის სახაზინო ანგარიშზე უნდა შეიტანოს.

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი