საქართველოს მოქალაქეების მონაცემები ФСБ-ს ბაზაში და წვდომა საბანკო ანგარიშებზე | რა საფრთხეებზე საუბრობენ Yandex-თან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ?

გამოქვეყნდა:

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ნიკო მიქაია იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები რუსეთისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემით შეიძლება აღმოჩნდნენ.

საკითხი კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გაირკვა, რომ "იანდექსის" აპლიკაცია პერსონალური მონაცემების დამუშავებისას რუსეთში მდებარე სერვერებს დაუკავშირდა და როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაადგინა, "სახეზეა IP Address-ის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის ფაქტი"

"საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები არის ФСБ-ს ბაზაში რეალურად. ყველაზე დიდი საფრთხე ასე ვთქვათ, შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთში არიან საკმაოდ მძლავრი ჰაკერები, რომლებთანაც შეიძლება მოხდეს ქართველების საბანკო ანგარიშები და ერთ დღეს უბრალოდ შევიდნენ ქართველები თავანთ ანგარიშებზე და განულებული დახვდეთ თავიანთი ანგარიშები. ასევე საფრთხეა ის, რომ ФСБ-ს აქვს სრული მონაცემი სად დადიან ქართველები, რა არის მათი ძირითადი მარშრუტი და გადასაბირებლად მათ კონკრეტული ინფორმაციები ჰქონდეთ" - ამბობს ნიკო მიქაია

ცნობისთვის, კომპანია Ridetech Georgia LLC  პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს პასუხობს და ამბობს, რომ  პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით,  კომპანია Ridetech Georgia LLC 4000 ლარით დააჯარიმეს. 

 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი