თბილისის პროკურატურასთან 22 წლის ნიკა კოზანაშვილის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ, ისინი აცხადებენ, რომ ახალგაზრდა უკანონოდაა დაკავებული და საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვენ.
კოზანაშვილის საქმეზე რეპორტაჟი "შაბათის მთავარმა" 14 სექტემბერს მოამზადა. პატიმარი გლდანის ციხიდან მისი დაკავების დეტალებზე გვწერდა და ამბობდა, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა სამართალდამცველებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დადებულ იარაღზე დნმ-ის ძალით გადატანა სცადეს.
კოზანაშვილი პროტესტის ნიშნად უკვე 40 დღეა შიმშილობს.
იხილეთ "შაბათის მთავარის" რეპორტაჟი: