ეროვნული ვალუტის უკიდურესად გაუფასურების ფონზე ძვირდება პროდუქტი. ოქტომბრიდან კი სპეციალისტების პროგნოზით, შესაძლოა ფასებმა კიდევ უფრო მოიმატოს. გაძვირდება როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი პროდუქცია, რომლის ღირებულებაც შემოსულ ნედლეულზეა დამოკიდებული. ასევე არ გამორიცხავენ, რომ გაჩნდეს კონკურენციის პრობლემები და არსებული ვითარების გამო ზოგიერთი პროდუქტი, ბზარიდან საერთოდ გაქრეს.
თუ ეს კურსი შენარჩუნდა, პირველ ეტაპზე ოქტომბრის პირველ ნახევარში იქნება ფასების ცვლილება შესამჩნევი და ოქტომბრის ბოლოს უკვე 100%-ით, ყველა პროდუქტზე აისახება - ამბობს დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი ივა ჭყონია
სახელმწიფო უკვე მიუახლოვდა იმ ნიშნულს, რომლის შემდეგაც საგარეო ვალს ვეღარ აიღებს. "საზოგადოება და ბანკებში" ამბობენ, რომ ვითარებას ეს კიდევ უფრო ართულებს
ეროვნული ბანკის მონაცემებით კი ამ დროისათვის 1 აშშ დოლარი 3.2295 ლარი ღირს, ხოლო ევრო 3.8050 ლარი.
"ბლუმბერგზე" კი ცოტა ხნის წინ ლარის ფასმა დოლართან 3 და 25 თეთრამდე აიწია, თუმცა ცოტა ხანში გამყარება დაიწყო.
ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღის ბოლოს დაადგენს