"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აშშ-სა და ევროკავშრის ქვეყნების ელჩებს მიმართავს, რომ არ დაუშვან 31 ოქტომბრის არჩევნებში რუსეთის ჩარევა.
ნათელაშვილი ამბობს, რომ ვალდიმერი პუტინი საქართველოში ვლადისლავ სურკოვს აგზავნის, რომელიც განუსაზღვრელი ფინანსებისა და ქურდული სამყაროს დახმარებით, ცდილობს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის გადარჩენას.
მივმართავ დასავლეთს, გააგრძელოს ვლადისლავ სურკოვისათვის დაწასებული დიპლომატიური და ფინანსური სანქციები, რათა ვერ ჩაერიოს საქართველოს საარჩევნო პროცესში, - ამბობს ნათელაშვილი.
შალვა ნათელაშვილი თქმით, ვლადისლავ სურკოვს პუტინისაგან უკვე დაევალა პრორუსული ძალების ორგანიზება საარჩევნო გატარიალებისთვის.