თელ-ავივში შეიარაღებული თავდასხმისას ერთი ქართველი დაშავდა

გამოქვეყნდა:

თელ-ავივში, დღეს მომხდარი ტერაქტის დროს, ერთი ქართველი დაშავდა. ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

"საელჩოში შემოვიდა ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ, მიმდინარეობს ოფიციალური არხებით გადამოწმება. ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ერთი მოქალაქის დაჭრის შესახებ შეგვიძლია ინფორმაციის დადასტურება", - გვიპასუხეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და ჩვენს კითხვაზე, როდის დაშავდა საქართველოს მოქალაქე, სარაკეტო იერიშის თუ ტერაქტის დროს, გვიპასუხეს, რომ ტერაქტის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი