ისრაელის ქალაქ თელ-ავივში ორმა ტერორისტმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა, სულ მცირე, 7 ადამიანი. დაშავებულთაგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ვრცელდება შემთხვევის ამსახველი მასალა, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი რკინიგზის სადგურზე მყოფ ადამიანს ესვრის.