საელჩო მუშაობს გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც მოითხოვს გარკვეულ დროს | საგარეო ისრაელში დაღუპულ მოქალაქეზე

გამოქვეყნდა:

ისრაელში, შეიარაღებული თავდასხმისას გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც მოითხოვს გარკვეულ დროს: 

ისრაელში საქართველოს საელჩო ადასტურებს 1 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებას.  საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც ბუნებრივია მოითხოვს გარკვეულ დროს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას, ასევე მომხდარის გამო ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს, საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას." ნათქვამია საგარეო უწყების კომენტარში.

შეგახსენებთ, თელ-ავივში შეიარაღებული თავდასხმისას გუშინ საქართველოს მოქალაქე დაშავდა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. მისი ვინაობა არ სახელდება.

თელ-ავივში გასულ ღამეს ორმა ტერორისტმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა

თავდასხმის შედეგად, ბოლო ცნობებით, 6 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაიჭრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მედიაში გავრცელდა თავდამსხმელთა კადრები, რომლებიც ქუჩის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი ავტომატით იყო შეიარაღებული.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი