სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.6% შეადგინა | საქსტატი

გამოქვეყნდა:

2024 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის  მაჩვენებელი 0.8 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

განათლება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სკოლამდელი და დაწყებითი განათლების (9.0 პროცენტი), საშუალო განათლების (4.8 პროცენტი) და უმაღლესი განათლების (2.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (6.1 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (2.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-8.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-5.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა. ტკბილეული (-2.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.6 პროცენტი), თევზეული (-0.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.3 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (4.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.0 პროცენტი);

ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0.06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-0.7 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.2 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც 0.52 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (6.1 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.4 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.1 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (7.2 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.0 პროცენტი);

სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (11.1 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (6.4 პროცენტი);

კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.48 პროცენტული პუნქტით აისახა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი