ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ნავთობის მოპოვების მიზნით სოფელ ღრომში საძიებო სამუშაოები დაიწყო

გამოქვეყნდა:

რამდენიმე კვირაა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სოფელ ღრომში ნავთობის საბადოს განვითარების მიზნით, გეოლოგიური-საძიებო სამუშაოები დაიწყო. როგორც რუსული პროპაგანდისტული მედია "სპუტნიკი" წერს, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ეს ნაბიჯები რესპუბლიკის ეკონომიკის ახალ სექტორს შექმნის".

"სპუტნიკის" ინფორმაციით, ნავთობის საძიებო სამუშაოების ამ მიზნით რეგიონში 200 მილიონ რუბლზე მეტი ღირებულების სპეციალური აღჭურვილობა შემიტანეს, მათ შორის თანამედროვე საბურღი მოწყობილობა. პროექტის ინვესტორი ალბერტ ჯუსოევია, სამუშაოებს "ირნეფტეგაზი" აწარმოებს. კომპანიაში 50 მდე პირია დასაქმებული. სპეციალისტები დასავლეთ ციმბირიდან ჩაიყვანეს.

2024 წლის აპრილში რუს ინვესტორებსა და საოკუპაციო რეჟიმის მთავრობას შორის ორ საინვესტიციო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. შეთანხმებები ეხებოდა ოკუპირებულ დაბა კვაისაში სასტუმროს მშენებლობას და ნავთობის საბადოების კვლევას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი