"მთავრობა კვლავ იმეორებს, რომ მომავალ წელს ყველაფერი უკეთესად იქნება, არჩევნების შემდეგ ყველაფერი უკეთესი იქნება... და ჩემი კითხვაა, რატომ არა ახლა?!" | დანიგანი

გამოქვეყნდა:

"მთავრობა კვლავ იმეორებს, რომ მომავალ წელს ყველაფერი უკეთესად იქნება, არჩევნების შემდეგ ყველაფერი უკეთესი იქნება... და ჩემი კითხვაა, რატომ არა ახლა?!", - აცხადებს "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას.

"ჩვენ ძალიან ცხადად ვთქვით, რომ გარკვეული ნაბიჯები მკვეთრად გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთობას. აშშ-სა და დასავლეთის შესახებ დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის შეჩერება დაეხმარება ამ პროცესს; აგრეთვე, პროგრესი იმ ცხრა ნაბიჯის შესრულების მიმართულებით, რომელიც ევროკავშირმა გაწევრების პროცესის შესანარჩუნებლად შეიმუშავა; და დანერგილი კანონმდებლობის ევროპულ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, რომელიც შესაძლოა მოითხოვდეს კანონმდებლობის მთლიანად გაუქმებასაც. ჩვენი გადმოსახედიდან, რაც უფრო მალე მოხდება ეს ყველაფერი, მით უკეთესია. არ არის საჭირო მოცდა", - აცხადებს რობინ დანიგანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი