სამი წლის წინ აშენებული საბავშვო ბაღს, რომლის ასაშენებლადაც 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ანგრევენ. შენობის დემონტაჟის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გახდა.
ირკვევა, რომ დავით ნარმანიას მიერ წინასაარჩევნოდ საზეიმოდ გახსნილი ბაღი უხარისხოდ იყო აშენებული.
37-ე ბაღის მთავარი პრობლემა ცუდად ჩასხმული საძირკველი იყო და კედლებს ბზარები გაუჩნდა. ბაღი ერთი წლის წინ დაიკეტა და მშობლები იძულებულები არიან პატარები სხვა უბანში, სახლიდან მოშორებით ატარონ.
აღსანიშნავია, რომ ბაღის მშენებლობისთვის ჯამში 3 393 000 ლარი დაიხარჯა. ხელშეკრულება შპს "ტრანსმშენსა" და თბილისის საბავშო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის გაფორმდა. შპს "ტრანსმშენი" სამუშაობს კიდევ რამდენიმე ბაღში აწარმოებდა, თუმცა ვადებში ვერ ჩაეტია და სამუშაოები შეჩერდა. ამ დორისთვის კომპანია გაკოტრებულია.
ბაღების სააგენტო ახლა თავს აბსურდული არგუმენტებით იმართლებს, რაც კიდევ უფრო გაუგებარს ხდის შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილებას.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ აუცილებელია ყველა იმ პირის სამართლებრივად დასჯა, ვინც შეასრულა და შემდეგ ბაღი ჩაიბარა.
ავტორი: სალომე გველებიანი