ლარი ისევ გაუფასურდა. სებ-მა ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 1 აშშ დოლარი უკვე 3.2537 ლარი ღირს, მაშინ როცა დღეს მისი ოფიციალური ღირებულება 3.2295 ლარი იყო. შესაბამისად ეროვნული ვალუტა დოლართან 3 თეთრით გაუფასურდა.
2 თეთრით გაუფასურდა ევრო და ახალი კურსით ის 3.8267 ლარი ღირს. დღეს მოქმედი კურსით კი მისი ფასი 3.8050 ლარ იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
გაუფასურების შესაჩერებლად კი ცნობილი ხდება, რომ ეროვნული ბანკი ხვალ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.
სებ-მა რეზერვებიდან 40 მილიონი 16 სექტემბერსაც გაყიდა, თუმცა ლარის ვარდნა ვერ შეაჩერა.