ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ზურა ნიჟარაძე თავისუფალია

გამოქვეყნდა:

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ზურა ნიჟარაძე თავისუფალია - ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი დედა, ეკა მურცხველიძე ავრცელებს.

და აიიი დადგა ის დღეც, როდესაც ყველა დღეს გადავხაზავ ლოდინის და მონატრების კალენდარში.
ყველა მონატრებაც მივუშვი ნებაზე-ზურა თავისუფალიაააააააააა... მადლობა,მადლობა ,მადლობა ადამიანებო გვერდით რომ მედექით და მაძლიერებდით-დანარჩენს უკვე ზურა დაწერს-მე და ამოს დაგვეწყო ბედნიერების დღეების ათვლა კალენდარში, - წერს ის. 

შეგახსენებთ, რომ ზურა ნიჟარაძე 2023 წლის 11 ნოემბერს, დააკავეს. პროკურატურა მას სამი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების - 1.4628 გრამი MDMA, 0.000105 გრამი LSD, 4.76617 გრამი კეტამინის - ფლობას ედავებოდა. 

ფოტო გადაღებულია 2023 წლის 28 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი