Wallis, F&F, JENNYFER - რატომ ტოვებენ მსოფლიო ბრენდები ქართულ ბაზარს

გამოქვეყნდა:

ლარის გაუფასურების გამო გაძვირდა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და პირველადი მოხმარების სხვა ნივთები, რომელსაც გაღარიბებული მოსახლეობა ვეღარ ყიდულობს. მაღაზიები მომხმარებლების გარეშე დარჩნენ, რის გამოც ზოგი უკვე დაიხურა, ზოგი კი, ამისთვის  ემზადება.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ხელისუფლების მიერ მიღებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა  ბიზნესი განსაკუთრებით დააზარალა.

"აი სი არ ჯგუფში" შემავალი მაღაზიათა ქსელ "პარფოისის"  5 მაღაზია უკვე დახურულია, დარჩენილი 5 ფილიალის დახურვა  კი , ამ წლის ბოლომდე იგეგმება.

საერთაშორისო ბრენდმა wallis-მა საქართველოს ბაზარი უკვე დატოვა. სალიკვიდაციო ფასდაკლების რეჟიმშია კიდევ ორი ბრენდი  "F&F" და "JENNYFER" რის შემდეგაც საქართველოში ამ ბრენდების მაღაზიებიც დაიხურება. მიზეზი ამრტივია, მომხმარებელმა იკოლო, რამაც რეალიზაციის სერიოზული პრობლემა გააჩინა.

ეკონიმისტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას შეეძლო ბიზნესისთვის მიყენებული ზარალი შეემსუბუქებინა. დახმარების ის პროგრამებ, რაც მთავრობამ შეიმუშავა, მეწარმეებისთვის საკამრისი არ აღმოჩნდა. სპეციალისტების აზრით, საზღვრების გახსნა, ის აუცილებელი ნაბიჯია, რაც  პირველ რიგში უნდა გადაიდგას.

ეკონომისტებს  პოზიტიურ მოლოდინებზე საუბარი უჭირთ. დარმწუნებულები არიან, რომ ქვეყანაში ეკონომიკური  კრიზისი ხელისუფლების მიერ მიღებული  არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების შედეგია.

გაზრდილ ფასებსა  და მძმე  ეკონომიკურ მდგომარეობას ადამიანები საკუთარ თავზე, ყოველდღიურად გრძნობენ, როცა არჩევანის წინაშე დგებიან, რა უფრო მნშნველოვანი შენაძენია - საჭმელი, წამლები თუ ტანსაცმელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი