წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია და ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნატო ჩხეიძემ, ოჯახები კარდაკარ კიდევ ერთხელ მოიარა. ჩხეიძემ ამომრჩევლებს საკუთარი კანდიდატურა წარუდგინა.
დეპუტატი დღეს მშობლიურ სოფელ ყელქცეულშიც ჩავიდა. სოფლებში მოსახლეობა სარწყავი წყლის არ ქონის გამო მოსავლის მოყვანას ვერ ახერხებს.
პრობლემაა მოყვანილი პროდუქციის რეალიზაციაც. ხშირ შემთხვევაში, გლეხებს პროდუქციის ჩაბარება ან მიზერულ ფასად უწევთ ან უფუჭდებათ.