ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში "ქართული ოცნების" კოორდინატორებმა ერთ-ერთი ოჯახიდან პირადობის მოწმობები წაიღეს.

"2 კაცის პასპორტი გამოგვართვა დათო კუკავამ, სახლში მოვიდა ჩემთან და მითხრა პასპორტი მომეციო. მე არ მიმიცია, მერე ჩემ ქმარს დაურეკა და წაუღია პასპორტი...ალბათ ხმის გამო უნდოდა" ამბობს ადგილობრივი 

მოწმობები ოჯახმა "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლის მაია კალანდიას ჩარევის შემდეგ დაიბრუნა.

"ჩემი ჩარევის შემდეგ, როგორც ხედავთ უკვე მოვედი და პირადობის მოწმობა უკვე დაბრუნებულია, მაგრამ ინგა მირგატი ამბობს, რომ მასთან მოვიდა დათო კუკავა და უთხრა რომ მისთვის პირადობის მოწმობა მიეცა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომ სხვის პირადობას ართმევ და მიგაქვს, რა თქმა უნდა, მიზეზი არის ის რომ მათ არ ჰქონდეთ შესაძლებლობა პირადობის მოწმობის გარეშე, ვერ მიიღებენ მონაწილეობას, ვერ მისცემენ ხმას ვერავის და წინასწარ აკეთებენ მობილიზაციას, რომ პირადობის მოწმობები ჩამოართვან ადამიანებს," - ამბობს მაია კალანდია.

ოპოზიცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად "ქართული ოცნების" წარმომადგენლები შეეცდებიან არჩევნების დასრულებამდე ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს სხვადასხვა დაპირების სანაცვლოდ დაეუფლონ და ამგვარად ხელი შეუშალონ მათ არჩევნებში მონაწილეობას. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი