რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაში, ზელენსკიმ კურსკის ოლქის ნაწილის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცვლა დაუშვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაში, ის მოსკოვს შესთავაზებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად კურსკის რეგიონის ტერიტორიების გაცვლას უკრაინის იმ ტერიტორიებში, რომელიც რუსული არმიის ოკუპაციის ქვეშაა. ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ გავცვლით ერთ ტერიტორიას მეორეში“, - თქვა ზელენსკიმ და არ დააკონკრეტა ოკუპირებული ტერიტორიის რა ნაწილს მოითხოვს კიევი კურსკის რეგიონის ნაწილის ნაცვლად - „არ ვიცი, ვნახოთ. მაგრამ ყველა ჩვენი ტერიტორია მნიშვნელოვანია, აქ პრიორიტეტი არ არსებობს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ სურს, რომ მისმა ქვეყანამ იმოქმედოს ძალის პოზიციიდან და ომის დასასრულებლად კიევმა უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს არა მხოლოდ ევროპისგან, არამედ შეერთებული შტატებისგან. 

2024 წლის აგვისტოში უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის რეგიონის ნაწილი დაიკავეს. ექვსთვიანი ბრძოლის შემდეგ რუსეთის არმიამ მოახერხა ტერიტორიის ნაწილზე კონტროლის აღდგენა, მაგრამ რამდენიმე დასახლება, მათ შორის რეგიონული ცენტრი სუჯა, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის [ISW] 7 თებერვლის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში, 5 კილომეტრით დაწინაურდნენ.

ანექსირებული ყირიმის გარდა, რუსეთის კონტროლის ქვეშაა დონბასის მნიშვნელოვანი ტერიტორიები, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ნაწილი. 
 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი