"ძალადობის, საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის, მუქარის, დაშინების და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ცალკეული შემთხვევები" | ISFED-მა წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში წარადგინა

გამოქვეყნდა:

ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ ერთობლივი წინასაარჩევნო ანგარიში გამოაქვეყნეს. ISFED-ის ანგარიში 27 აგვისტოდან 30 სექტემბრის პერიოდს მოიცავს. 

გამოვლინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა. მათ შორისაა ფიზიკური ძალადობის, დაშინებისა და მოსყიდვის ფაქტები. ასევე საუბარია იმაზე, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდა "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირებით.

"კვლავ აქტიურია ანტიდასავლური, მათ შორის, ევროსკეპტიკური და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მადისკრედიტირებელი კამპანია. ამას დაემატა ომში მყოფი უკრაინელების ტრაგედიის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება. ვნახეთ რამდენიმე დარღვევა, მათ შორის - ფიზიკური ძალადობის, საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის, მუქარის ან დაშინების, პარტიის ოფისში შეჭრის მცდელობის, პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული პირების დაკავებისა და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ცალკეული შემთხვევები" - ამბობს ნინო დოლიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი