"ევროპული საქართველოს" დეპუტატის, სერგი კაპანაძის თქმით, მათი წინასაარჩევნო ბუკლეტის 1/12 "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკა, ხოლო 11/12 "ქართულ ოცნებასთან" დაპირისპირებას ეთმობა. ამ თემაზე მან გადაცემა "ღამის მთავარში" ისაუბრა.
საარჩევნო ბუკლეტის 12 გვერდიდან ერთი გვერიდა, 1/12 არის ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა და განსხვავებების წარმოჩენა, 11/12, რომელიც 1/12-ზე დაახლოებით 10-ჯერ მეტია, არის მთავარ ძალასთან, ანუ ამ შემთხვევაში ვინცაა სამიზნე - ქართულ ოცნებასთან დაპირისპირება, - თქვა სერგი კაპანაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციაში არანაირ განხეთქილებაზე საუბარი არაა. კაპანაძის აზრით, ივანიშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ამომრჩეველს სიტუაციას ერთნაირად - ორპოლუსიანი მოდელით წარმოუდგენენ:
ივანიშვილი ცდილობს წარმოაჩინოს რომ არის ორი ძალა, ერთი მხრივ ივანიშვილი, მეორე მხრივ, ყველა ოპოზიცია, რომელიც არის სააკაშვილი. იგივეც ცდილობს სააკაშვილიც, ეს რომ იყოს რეალობა. კვლევები აჩვენებს, რომ ამომრჩევლის ნახევარზე მეტი გადაუწყვეტელია, - ამბობს სერგი კაპანაძე.
კაპანაძის განცხადებით, სააკაშვილის ერპიროვნული მმართველობის მიდგომა წარსულია.