აშშ-ს პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ჯო ბაიდენმა ირანის წინააღმდეგ ისრაელის საპასუხო დარტყმის გეგმები განიხილეს.
თეთრი სახლის ცნობით, სატელეფონო საუბარს ასევე ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისიც შეუერთდა, ხოლო ისრაელის პრემიერის უწყების ინფორმაციით, ზარის 45 წუთს გაგრძელდა.
საუბრის სხვა დეტალები ჯერ არ არის გასაჯაროებული.