სასამართლომ "ოცნების" სარჩელი დააკმაყოფილა და კრიტიკულ მედიას "ოცნების" საარჩევნო რგოლის ეთერში გაშვება მოსთხოვა და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

გამოქვეყნდა:

სასამართლომ "ოცნების" სარჩელი დააკმაყოფილა და კრიტიკულ მედიას "ოცნების" საარჩევნო რგოლის ეთერში გაშვება მოსთხოვა და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა - მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

მანამდე, "ქართული ოცნების" სარჩელი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში განიხილეს. ბექაურის უწყებამ სამი კრიტიკული მედიასაშუალება სამართალდამრღვევად ცნო

შეგახსენებთ, რომ ოლიგარქის პარტია, უკრაინელი ხალხის ტრაგედიაზე აგებული და ღირსების შემლახავი, ჰუმანურობისა და ზნეობისგან დაცლილი ვიდეორგოლის ეთერში გაშვებას ითხოვს, რაზეც სამი კრიტიკული ტელევიზია უარს აცხადებს.

კრიტიკულმა მედიამ ამასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებაც გაავრცელა და ცესკოს მიმართა, სადაც დეტალურადაა ახსნილი იმ გადაწყვეტილების მიზეზი, რის გამოც "ოცნების" არაეთიკური წინასაარჩევნო რეკლამები ეთერებში არ გადის.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი