"მთავარმა არხმა" ცესკოს მიმართა და "ოცნების" არაეთიკური რეკლამების ეთერში არ გაშვების მიზეზები განუმარტა

გამოქვეყნდა:

"მთავარმა არხმა" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა და განმარტა ის მიზეზები, რატომ მიიღო ტელეკომპანიამ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო რეკლამების ეთერში არ გაშვების გადაწყვეტილება. საუბარია ვიდეორგოლებზე, რომელშიც გამოყენებულია რუსეთის მიერ უკრაინის განადგურებული ქალაქები და რასაც "ოცნება" პროპაგანდისტულად, საკუთარი ინტერესებისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს.

აღნიშნული ვიდეორგოლების ეთერში გაშვებაზე უარი თქვეს "ფორმულამ" და "ტვ პირველმაც".

სამივე კრიტიკულმა მედიასაშუალებამ ერთობლივი განცხადება შაბათს გაავრცელა

ტელევიზიების ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ მესამე სექტორის წარმომადგენლებიც და მედიაომბუდსმენიც.  

არასამთავრობოები გამარტავენ, რომ კანონდარღვევა სწორედ ამ ვიდეორგოლების ეთერში გაშვება იქნებოდა გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს კანონი რეკლამის შესახებ, სადაც წერია, რომ არაეთიკური რეკლამა, რომელიც გასულა მორალური და ჰუმანურობის სტანდარტებიდან, ეთერში არ უნდა მოხვდეს.

"ეს არის არაეთიკური და ამ ტელევიზიებს აქვთ უფლება უარი თქვან ასეთი ტიპის ბანერების განთავსებაზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ, კოალიციის სოლიდარობა ტელევიზიებს და გამოხმაურებებიც, რომელიც ჩვენ ვნახეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების მხრიდან, რა თქმა უნდა, არის ლოგიკური. ეთიკურობის პრინციპის დარღვევა, არის კანონის დარღვევა. შესაბამისად, იქ სადაც კანონი ირღვევა თავად ა ბანერების შინაარსით, ვერ იქნება კანონდარღვევა ტელევიზიების პასუხი" განაცხადა სადამკვირვებლო კოალიციის - „ჩემი ხმა“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი