ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც დღეს "ოცნების" ლიდერებმა საზეიმოდ გახსნეს და მოგვიანებით ისევ ჩაკეტეს, მძღოლებმა თვითნებურად გახსნეს

გამოქვეყნდა:

ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც დღეს "ქართული ოცნების" ლიდერებმა საზეიმოდ გახსნეს და მოგვიანებით ისევ ჩაკეტეს, მძღოლებმა თვითნებურად გახსნეს. 

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ხელვაჩაურის მხრიდან, მძღოლები გზაზე ავიდნენ, თუმცა მახინჯაურის მხარეს, სადაც შემოვლითი გზა სრულდება, მათ ბეტონის ფილები დახვდათ, შედეგად გადაადგილება ვერ შეძლეს. 

ამის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მძღოლებს შორის ერთ-ერთს ტვირთის ამწევი მანქანა ჰქონდა, რომელმაც ბეტონის ფილები აიღო, რის შედეგადაც მოძრაობა განახლდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი