ხმის უფლების გარეშე დატოვებული ემიგრანტები | რა ბარიერები ექმნებათ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს საარჩევნოდ

გამოქვეყნდა:

ხმის უფლების გარეშე დატოვებული ემიგრანტები. დამატებითი საარჩევნო უბნების გარეშე დარჩენილი, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" ოპოზიციურად განწყობილი ემიგრანტების ეშინია, რის გამოც საშუალებას ართმევს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. 

საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს რამდენიმე ათასობით კილომეტრის გავლა მოუწევთ ხმის მისაცემად. ემიგრანტების დასახმარებლად შექმნილი "პლატფორმა 26"-ის საშუალებით ისინი ცდილობენ ერთმანეთის ფინანსური და ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარებაში დახმარებას, თუმცა ეს საკმარისი არ არის. 

"ემიგრაციაში ძალიან დიდი გამოწვევები და პრობლემებია იმიტომ, რომ ძალიან ცოტა საარჩევნო უბანია. ჯერ მარტო საფრანგეთში, წარმოიდგინეთ, რომ მარტო პარიზშია საარჩევნო უბანი გახსნილი. გარდა იმისა, რომ ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული ის, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ საარჩევნო უბნებამდე მისვლა, ხმის მიცემა და თავისი პოზიციის დაფიქსირება, ასევე ეს სამუშაო დღეა ძალიან ბევრ ქვეყანაში, ამიტომ ძალიან რთულია.

ამერიკაში მარტო ნიუ-იორკი, ვაშინგტონი და სან ფრანცისკოა, სადაც შეიძლება, რომ მივიდნენ და მისცენ ხმა. ეს ყველაფერი არის ძალიან დიდ პრობლემებთან დაკავშირებული. მე ვფიქრობ, ეშინია ხელისუფლებას ამ ადამიანების იმიტომ, რომ იციან რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში, იციან, რომ ემიგრანტები ძალიან უკმაყოფილოები არიან," - ამბობს ნინო გორდენიძე, "პლატფორმა 26"-ის წევრი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი