ყველა ხმა გადამწყვეტია | "ხმის გუშაგის" 500-მდე მოხალისე არჩევნების დასაკვირვებლად ემზადება

გამოქვეყნდა:

ყველა ხმა და თითოეული მოქალაქის არჩევანი გადამწყვეტია - 26 ოქტომბერს ქალაქების ცენტრალური მოედნების ნაცვლად, მოქალაქეები საკუთარ არჩევანს საარჩევნო უბნებზე დაიცავენ. მოხალისე დამკვირვებლების გადამზადება ინტენსიურად მიმდინარეობს.

ბოლო თვეებია მოხალისე დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ორგანიზაციებში რეგისტრირდებიან. რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციას შორის  ერთ- ერთია ხმის გუშაგი, რომელიც არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით 500- მდე მოხალისით დააკვირდება და ყველა მოხალისე ახლა კვალიფიკაციის მისაღებად დროს და ენერგიას არ იშურებს. ეს ფაქტობრივად პირველი პრეცედენტია საქართველოს ისტორიაში, როდესაც ისტორიულ არჩევანს ხალხი თავად იცავს.

მოხალისე დამკვირვებლების გუნდი- სახელწოდების  ინსპირაცია ცნობილი ამერიკელი მწერლის ჯორჯ მარტინის წიგნების ფაბულაზე გადაღებული ძალიან ცნობილი სერიალი გახდა. ეს ფენტეზი ფაქტობრივად იმეორებდა იმ რეალობას, რომელიც ახლა  ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში  დგას. ასეთ სიმბოლურ იდეაზე  გაჩნდა სახელი "ხმის გუშაგი".  

მალევე ხმის გუშაგის გვერდზე ასობით ადამიანი დარეგისტრირდა, ვინც მზად არის, 26 ოქტომბერს, ყველა საქმე გადადოს და  სრული დღე უმძიმეს რეჟიმში თავის და სხვების ხმების დაცვას მიუძღვნას. უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობით და ძალიან გაცნობიერებული მისიით ხმის გუშაგის რიგებს სხვადასხვა პროფესიის, პოლიტიკური გემოვნების ადამიანები, უმეტესად ახალგაზრდები, შეუერთდნენ.

ახალგაზრდა მოხალისეებთან ერთად 26 ოქტომბრის სადამკვირვებლო მისიისთვის ემზადებიან შედარებით უფროსთაობელებიც. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი