თბილისში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სასწრაფოს მანქანა შეეჯახნენ | მსუბუქად დაშავდა 3 პირი

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - თამარაშვილის გამზირზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შეეჯახნენ.

"მთავარი არხის" ვებგვერდის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 3 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი