ტყვიაგაუმტარი აკვარიუმი, ჩაწერილი ტაში და ძალით მიყვანილი ადამიანები | "ოცნების" შეხვედრა ზუგდიდში 

გამოქვეყნდა:

სნაიპერები შენობების სახურავებზე, პარალიზებული ქუჩები, ტყვიაგაუმტარი აკვარიუმი, ჩაწერილი ტაში და ძალით მიყვანილი ადამიანები - ზუგდიდში ოლიგარქის "ქართული ოცნების" შეხვედრა გაიმართა. ქალაქის ცენტრში რომ მოსახლეობა ჩაიყვანეს, ამაზე ისინი თავად საუბრობენ და ამბობენ: "მარშუტკებით" ჩამოვედით, მერიამ უზრუნველყო..."

ქალაქის მთავარ მოედანზე უსაფრთხოების განსაკუთრებულმა ზომებმა ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტი შეუქმნა. ამბობენ, რომ "მეოთხე დღეა, ერთი ამბავი ხდება, ბატონს უნდა დახვდნენ"... "აკვარიუმში რომ ზის, თუ მაგარი კაცია, გამოვიდეს მანდედან"...

იხილეთ ასევე:

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი