ფიზიკური დაპირისპირება, ამომრჩევლის დაშინება და ხელმოწერების შეგროვება | დარღვევები არჩევნებამდე 11 დღით ადრე

გამოქვეყნდა:

ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის სოფელ გურიანთას გამგებლის კაბინეტში - მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა და წარმომადგენლებმა ოპოზიონერი დეპუტატი, ოზურგეთის საკრებულოს წევრი დავით მჟანვანაძე ოთახიდან ძალის გამოყენებით გაათრიეს. იძალადეს მეორე დეპუტატზეც, თათია ნიკოლაშვილზე, რომელიც ამ თავდასხმას ტელეფონით იღებდა, რის გამოც ტელეფონი წაართვეს.

დაპირისპირება კი გურიანთას გამგებლის ოთახში ოპოზიციონერი დეპუტატების მისვლას მოჰყვა. მათი ინფორმაციით, იქ საარჩევნო სიებზე მსჯელობდნენ და განიხილავდნენ ვინ არიან, ან ვინ არ არიან "ოცნების" მომხრეები, იმისთვის, რომ მათზე ზეწოლა მოახდინონ. გაუფრთხილებლად ადგილზე მისულ თათია ნიკოლაშვილის და დავით მჟავანაძეს მაგიდაზე მართლაც დახვდათ ე.წ. სამაგიდო სიები ამომრჩეველთა ფოტოებით და პირადი მონაცემებით, თუმცა ამ მტკიცებულების მიუხედავად, "ქართული ოცნების'' დეპუტატი ოზურგეთის საკრებულოს წევრი ირწმუნებოდა, რომ სიები არ ჰქონდათ. სიები კი მეორე ოთახში გაიატანა და გადამალა.

"ქართულ ოცნებას'' ამომრჩევლის დაშინებაში ამხელენ ზუგდიდშიც. ამისთვის კი პოლიტიკური ოპონენტების თქმით, "ქართული ოცნება'' პოლიციას და კრიმინალებს ერთნაირად იყენებს. მათი შეფასებით, დიდი მარცხის შიშით წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნება'' ყველა ხერხს მიმართავს. წინასწარ ცდილობს გარანტირებული ხმები მოაგროვოს და ამ მიზნით ამომრჩევლებს პირადობებს ართმევს. ერთ-ერთი, რასაც მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ აკეთებს, ხელმოწერები შეგროვებაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი