მთავრობებს აღარ უნდა ვერგებოდეთ, მთავრობა უნდა გვერგებოდეს ჩვენ | თემურ ჭყონია

გამოქვეყნდა:

მთავრობებს აღარ უნდა ვერგებოდეთ, მთავრობა უნდა გვერგებოდეს ჩვენ - ამბობს ბიზნესმენი თემურ ჭყონიამ BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ბიზნესმენმა შეაფასა ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო და თქვა, რომ მნიშვნელოვანია თავად ბიზნესმენების როლი.

“იყო პერიოდი და მეც ვიყავი მათ შორის, როცა ბიზნესმენები, ვერგებოდით მთავრობას. უნდა მოვრგებულიყავით. კომუნისტური მენტალიტეტი გადმოდიოდა ინერციით - ვერგებოდით[მთავრობას]. დღეს, როცა ამდენი ვიშრომეთ, ამდენი დოვლათი შევქმენით, ამ დოვლათით მოვიპოვეთ თავისუფლება, გავთავისუფლდით წნეხებისგან, უნდა გამოვიდეთ ამ მიდგომისგან და მთავრობას აღარ უნდა ვერგებოდეთ, მთავრობა უნდა გვერგებოდეს ჩვენ. გამოვიდეთ მეგობრებო აქედან, რამდენი უნდა ვიწვალოთ, რამდენი დოვლათი უნდა შევქმნათ, რომ კიდევ მორგების პროცესში ვიყოთ?

ის სტილი, რომელიც ჩვენ გვქონდა ცხოვრების მთავრობასთან ურთიერთობის, ეს ათამამებს მთავრობას. ამიტომ მიყვარს ახალგაზრდები, არავის ერგებიან. ბიზნესმა თავად უნდა აგრძნობინოს სახელმწიფოს თავისი როლი. ხშირად ისმის კითხვა, სად არიან ბიზნესმენები არჩევნების დროსო. ბიზნესმენები ამბობენ, პოლიტიკოსები არ ვართო. პოლიტიკაზე საუბარი პოლიტიკოსობას არ ნიშნავს. ჩვენ რომ ფეხბურთზე ვსაუბრობთ, ფეხბურთელები ვართ? ეს ჩვეულებრივი ამბავია, კამათი და მსჯელობა, რაც აუცილებელია”,- თქვა თემურ ჭყონიამ.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი