შპს ,,ნიუ სეილსი“ განცხადებას ავრცელებს და ,,მთავარი არხის“ ერთ-ერთი დირექტორის, გოგი ქურდაძის ბრალდებებს პასუხობს. კომპანია აცხადებს, რომ 2024 წლის 13 სექტემბერს გოგი ქურდაძეს ვრცელი, ამომწურავი და დეტალური პასუხი გასცეს წერილობით და ოფისშიც მიიწვიეს მისთვის საინტერესო ნებისმიერი დოკუმენტის გასაცნობად, თუმცა ქურდაძე შეთავაზებას არ დათანხმდა. შპს ,,ნიუ სეილსი“ ქურდაძისთვის გაგზავნილ წერილსაც აქვეყნებს.
წერილის სანახავად, რომელშიც ქურდაძის 2024 წლის 10 სექტემბრის წერილობით მომართვაზეა ამომწურავი პასუხები, გთხოვთ იხილოთ ბმულზე.