ხარაგაულის მერმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები "ოცნების" საარჩევნო შეხვედრაზე არ შეუშვა

გამოქვეყნდა:

ხარაგაულის მერმა და ყოფილმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები "ქართული ოცნების" საარჩევნო შეხვედრაზე არ შეუშვა.

ხარაგაულში "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ჟურნალისტებს სიტყვიერადაც დაუპირისპირდა და რუსულ კანონზე დამორჩილებისკენ მოუწოდა. კობა ლურსმანაშვილმა ჟურნალისტ ნინო კაპანაძეს რუსული კანონის დეკლარაციის შევსება მოსთხოვა. შეხვედრაზე არ შეუშვეს, "ჩემი ხარაგაულის" დამფუძნებელი და რედაქტორი ლაურა გოგოლაძეც.

"მივედით მმართველი პარტიის საარჩევნო შეხვედრაზე ამომრჩევლებთან და დაწყებამდე ჩემთან მოვიდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი, რომელიც იმავდროულად არის "ქართული ოცნების" ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და დამიწყო ჩხუბი, რომ რატომ ხარ შენ აქ, შენ უნდა წახვიდე "ნაციონალური მოძრაობის" შეხვედრაზე. შემიშალა ხელი ჟურნალისტურ საქმიანობაში, ეს ერთი. მეორე, მოქალაქეებს, მოსახლეობას, ამომრჩევლებს, უზღუდავს ამით დაბალანსებული და კვალიფიციური ინფორმაციის მიღებას, ჩვენი ხელის შეშლით," - განაცხადა ლაურა გოგოლაძემ, "ფორმულასთან".

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი