ლარი დღესაც გაუფასურდა - სებ-მა 40 მილიონი დოლარი გაყიდა

გამოქვეყნდა:

ლარი დღესაც გაუფასურდა. სებ-ის ახალი გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი  3.2641 ლარი გახდა.

კურსი კი რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2537 ლარი იყო.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8226 ლარია. დღეს მოქმედი კურსით კი 1 ევრო 3.8267 ლარი ღირდა.

დღევანდელი კურსი ძალაში ხვალ შევა.

დღეს კი ეროვნულმა ბანკმა მორიგი 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

გარდა ამისა, შექმნილ ვითარებაზე განცხადება გაავრცელა სებ-ის პრეზიდენტმა. კობა გვენეტაძე ვარაუდობს, რომ პანდემიისა და არჩევნების შემდეგ, ლარის კურსი "წონასწორულ ნიშნულს" დაუბრუნდება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი