როგორ უნდა იმუშაონ სადამკვირვებლო მისიებმა არჩევნებზე | "ხმის გუშაგის" პრეზენტაცია

გამოქვეყნდა:

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს რამდენიმე სადამკვირვებლო მისია დააკვირდება. მათ შორის იქნება "ხმის გუშაგიც", რომელმაც სადამკვირვებლო მისიებისთვის გაიდლაინი შეიმუშავა - თუ როგორ უნდა იმუშაონ სადამკვირვებლო მისიებმა არჩევნებზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგან და რა ზომებს უნდა მიმართონ, იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო უბანზე დარღვევებს დააფიქსირებენ. 

"ხმის გუშაგის" დამფუძნებლის, ქეთი სიხარულიძის თქმით, გაიდლაინში ასევე დეტალურადაა განხილული ის თუ როგორ უნდა იმუშაონ ადგილობრივმა სადამკვირვებლო მისიებმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, რადგან არჩევნების ლეგიტიმაციას, სწორედ მათ მიერ მომზადებული ანგარიშები წყვეტს. 

"ყველა სადამკვირვებლო მისიას თავისი განსხვავებული დაკვირვება აქვს სტრატეგიის. ამ შემთხვევაში, "ხმის გუშაგის" სადამკვირვებლო მისია არ მოიცავს მხოლოდ დაკვირვების ნაწილს. ჩვენ ვამბობთ, რომ დავიცავთ ხმებს და სწორედ ამ ნაწილსაც განვიხილავთ ჩვენს გაიდლაინში, მათ შორის როგორ მოხდება საარჩევნო დღეს, კენჭისყრის დღეს ხმების დაცვა. ამიტომ გამოყოფილი გვაქვს სწორედ ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი საარჩევნო უბანზე, როგორიც არის ნაკადის მომწესრიგებელი და ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქციების და დანიშნულების დეტალური განხილვა. სად უნდა დაიცვას ხმა, სად შეიძლება იყოს აშკარა ზეგავლენა, მანიპულაცია და რა ბერკეტები აქვს ამისთვის დამკვირვებელს, ადგილობრივ დამკვირვებელს.

ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დეტალურად გვაქვს განხილული როგორ უნდა ითანამშრომლონ ადგილობრივმა სადამკვირვებლო მისიებმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან იმიტომ, რომ სწორედ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ შეგროვებული მასალა, მომზადებული ანგარიშები წყვეტს არჩევნების ლეგიტიმაციას," - ამბობს ქეთი სიხარულიძე. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი