ისრაელში საარჩევნო უბანს თავმჯდომარე არ ჰყავს და შესაძლოა გაუქმდეს | მიმართვა ცესკოს

გამოქვეყნდა:

ისრაელში საარჩევნო უბანი შესაძლოა გაუქმდეს - იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ლაშა შაყულაშვილი წერს, რომ ერთადერთი უბნის კომისიის თავმჯდომარემ ოჯახური ტრაგედიის გამო, თავმჯდომარეობაზე უარი თქვა, მისი მოადგილე კი ამბობს, რომ  არ იცის რომ კომისიის წევრია, უბნის მდივანმა და კიდევ ერთმა წევრმა, უარი თქვეს კომისიის წევრობაზე. შაყულაშვილი ცესკოს მიმართავს:

"მოკლედ, ისევ ამ თემაზე წერა ძალიან მიმძიმს!
ჩვენი ერთადერთი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ, ოჯახური ტრაგედიის გამო, თავმჯდომარეობაზე უარი თქვა. არც თავმჯდომარე გვყავს, არც მოადგილე და არც მდივანი! 
გიორგი მაჩაიძე იყო თავმჯდომარე. დაურეკეს მის მოადგილეს, ზაზა სოხანეიშვილს, რომელიც ამბობს რომ სულ არ იცის რომ კომისიის წევრია და არც უნდა. უბნის მდივანმა, ბელა სვანიძემ, 2 კვირის წინ ცესკოს და საელჩოს ოფიციალურად მიმართა რომ კომისიაში ყოფნა არ უნდა. წევრობაზე უარს ამბობს კიდევ ერთი ადამიანი ამბობს - თამარ ღვაჩლიანი. 
4 ადამიანმა უკვე უარი თქვა. 3 ადამიანის პასუხი არ გვაქვს, მაგრამ თუ 7 ადამიანი არ იკრიბება და უბანი უქმდება!
დღეს 24 ოქტომბერია, არჩევნებამდე დარჩენილია 40 საათი. 
რა ვქნათ? მართლა ვკითხულობ!" წერს ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი