ბოლო მონაცემებით, ისრაელში საარჩევნო უბანი აღარ უქმდება. როგორც ლაშა შაყულაშვილი წერს, კომისიის წევრების საჭირო რაოდენობა უკვე არსებობს:
"რამათ განის უბანი დგება!
მოკლედ, ეს ინფორმაცია - ისრაელში მცხოვრებ და საარჩევნო უფლების მქონე ყველა ადამიანს უნდა გაუზიაროთ!
ამ ეტაპზე, კომისიაში მონაწილეობის სურვილი მეშვიდე წევრმა, ნინელი ქოქიაშვილმა, გამოთქვა. ამ წამს გვყავს 7 წევრი და უბანიც დგება!
ეს არის ძალიან, ძალიან დიდი ბრძოლის შედეგი.
ახლა კი ძალიან სერიოზულად, გთხოვთ, ყველას, ვისაც ხმის მიცემის უფლება გაქვთ, მოდით დილის 08:00 საათიდან! უბანზე უნდა იყოს ხალხის უდიდესი ნაკადი, თორემ მე ყველაფერს ველოდები! ამ ამბის მიღმა კონკრეტული ადამიანები დგანან და ისინი ჩვენს რეაქციებს უყურებენ, რადგან თავიანთი გეგმა აქვთ შესასრულებელი!
ხვალ, დილის 08:00 საათიდან, ყველანი რამათ განში, ჟაბოტინსკის #7!
ეს იქნება წარმოუდგენელი ბრძოლის შედეგად გახსნილი და თანაც ისრაელის ერთადერთი უბანი!" წერს ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.
შეგახსენებთ, ამ დრომდე არსებობდა საშიშროება, რომ ისრაელში ერთადერთი უბანი გაუქმებულიყო, რადგან საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის საჭირო 7 წევრი არ გროვდებოდა.