ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთში მცხოვრებ ნატალია კალანდაძეს, რომელიც ონკოლოგიური პაციენტია და სახელმწიფოს დაფინანსებით სარგებლობს, "ქართული ოცნება" ემუქრება, რომ თუ ის 41-ს არ შემოხაზავს, მკურნალობას შეუჩერებენ.
კალანდაძის თქმით, მას უშუალოდ ვასილ ჩიგოგიძის დეიდაშვილი, კორნელი წიტაიშვილი ემუქრებოდა, რომელიც ბასილეთში "ოცნების" კოორდინატორია და იმავე სოფლის სკოლაში პედაგოგად მუშაობს.
"ასე მითხრა, აწე მიიღებ ბევრსო.. აწი ნახე, რეებს მიიღებო და სულ უგუნური, ვირთაგანი და რა სიტყვები არ მეძახა... წამლებს ვიღებ, მან მითხრა შეგიწყდება, წამლებს ვერ მიიღებო...", - ამბობს ნატალია კალანდაძე.
კორნელი წიტაიშვილი "მთავარი არხის" ზარებს არ პასუხობს.
ავტორი: ვლადიმერ მენაბდე