მოდი არჩევნებზე, გააგონე შენი ხმა საქართველოს! | ახალგაზრდების აქცია-მსვლელობა თბილისში

გამოქვეყნდა:

მოდი არჩევნებზე, გააგონე შენი ხმა საქართველოს! - სტუდენტები ამ წუთებში მსვლელობას მართავენ და მოქალაქეებს ხვალინდელ არჩევნებზე აქტიურობისკენ ამ ფორმით მოუწოდებენ. 

არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, ახალგაზრდები, რომლებიც ხმას თბილისში აძლევენ და რეგიონებში არ გაემგზავრნენ, მოუწოდებენ მოქალაქეებს, კიდევ ერთხელ შეიკრიბონ რუსთაველზე და მოუწოდონ მოქალაქეებს, რომ ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ამ ქვეყნის ისტორიაში.

მათი თქმით, თითოეულ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ყველა ადამიანი უნდა მივიდეს საარჩევნო უბანზე, რადგან ახლა წყდება საქართველოს მომავალი და ახლა წყდება სად იქნება ჩვენი ქვეყანა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი